სასწავლო-შემეცნებითი პროექტი ინგლისურ ენაზე

მთავარი » სიახლეები » სასწავლო-შემეცნებითი პროექტი ინგლისურ ენაზე

სასწავლო-შემეცნებითი პროექტი ინგლისურ ენაზე

სასწავლო-შემეცნებითი პროექტი ინგლისურ ენაზე


‘Wild and domestic animals’

‘ფაუნა-ლენდი’-სასწავლო ექსკურსია კონტაქტურ ზოოპარკში

პროექტის ხელმძღვანელი- ინგლისური ენის  უფროსი მასწავლებელი მანანა ხუციშვილი

2017 წელი

პროექტის სახელწოდება: ‘Wild and domestic animals’

პროექტის აქტუალობა: სასწავლო ექსკურსიის საშუალებით მოხდა მოსწავლეთა ცოცხალ ბუნებასთან დაახლოება. ის ასევე ცხოველების დაცვისა და ზრუნვის პოპულარიზაციის ფორმაა.

მოსწავლეები გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს შინაურ და გარეული ცხოველების,მათი სხეულის ნაწილების და წარმომავლოვის შესახებ. ვიზუალურად დაათვარიელებენ წიგნებიდა ნასწავლ ცხოველთა ზოგიერთ სახეობას. იზრუნებენ და კონტაქტს (ხელით შეხება, საკვების მიწოდება) დაამყარებენ ზოგიერთ სახეობასთან. სასწავლო ექსკურსია ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის და მთელი კლასის ინტერესის ზრდას შესასწავლი მასალისადმი.

 

პროექტის მიზანი:

სასწავლო ექსკურსია ამაღლებს მოსწავლეთა ცოდნის დონეს

ფართოვდება მოსწავლეთა თველსაწიერი

ქრება შიში სხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა მიმართ

მოსწავლეები ეჩვევიან ცხოველთა სამყაროზე ზრუნვას

მოსწავლეები უკეთესად ეცნობიან ერთმანეთს, გამოხატავენ თანადგომას და ამხნევებენ ერთმანეთს ცხოველებისადმი შიშის შემთხვევაში. ყალიბდება სოციალური უნარ-ჩვევები.

იზრდება მოსწავლეთა ინტერესი და სურვილი სხვა პროექტებში მონაწილეობისა

მოსწავლეთა ასაკი: 8 წელი, მესამე კლასი(17 მოსწავლე)

ვადების ხანგრძლივობა: 7 დღე. 3 დღე მასალის მოძიება, ერთი დღე ექსკურსია სამი დღე პრეზენტაციის მომზადება.

კავშირი ესგ-თან


მისაღწევი შედეგები:

უცხ.დ.III.9. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

უცხ.დ.III.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან თანამშრომლობა.


საჭირო რესურსაები:

მესამე კლასის ენგლისური ენის სახელმძღვანელო   English World  2(MARY BOWEN , LIZ HOCKING), Round up (st-1)(VIRGINIA EVANS), დაფა, ცარცი, ვიდეო მასალა, თვალსაჩინოება.

 

პროექტის მსვლელობა:

სასწავლო პროექტის თემის განსაზღვრა.

შინაური და გარეული ცხოველების, მათი სხეულის ნაწილების ცოდნის შემოწმება;

მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფების შექმნა;

4: დავალების განაწილება ჯგუფებში:

I ჯგუფი მოამზადებს მასალას შინაურ ცხოველებზე

II ჯგუფი მოამზადებს მასალას გარეული ცხოველების შესახებ

III ჯგუფი გადაიღებს პროექტის მსვლელობის აღმნუსხველ ფოტოებს

IV ჯგუფი მოამზადებს ინფორმაციას ცხოველთა ფიზიკურიშესაძლებლობების შესახებ

პროექტის პრეზენტაცია


აქტივობის ცხრილი

 

აქტივობა

2017 წლის                                            შემსრულებელი

ნოემბერი

10

13

14

15

16

17

 

1

იდეების დელეგირება

+

 

 

 

 

 

მესამე კლასის აღმზრდელი და  ინგლისურიცენის მასწავლებელი, მოსწავლეები

2

პროექტის დაგეგმვა,ფუნქციების განაწილება

+

 

 

 

 

 

 

 

მესამე კლასის აღმზრდელი, მანანა ხუციშვილი

3

რესურსების მოძიება

 

+

 

 

 

 

 

 

მესამე კლასის აღმზრდელი და მასწავლებელი, მანანა ხუციშვილი, მოსწავლეები

4

სახელმძღვანელოსა და დამატენითი მოძიებული ინფორმაციის დასწავლა

 

 

+

 

 

 

 

 

მოსწავლეები

5

მოძიებული ინფორმაციის ხარისხის შემოწმწბა მონიტორინგი

 

 

+

 

 

 

 

 

მესამე კლასის აღმზრდელი და  ინგლისური ენის მასწავლებელი, მოსწავლეები, შეფსების რუბრიკები

6

კონტაქტურ ზოოპარკში წასვლა, ცხოველების დათვარიელება

 

 

 

+

 

 

 

 

მესამე კლასის აღმზრდელი და  ინგლისური ენის მასწავლებელი, მანანა ხუციშვილი, მოსწავლეები

7

ჯგუფში განაწილება, პრეზენტაციაზე მუშაობა

 

 

 

 

+

 

 

სულ 4 ჯგუფი

8

პრეზენტაცია პროექტის შეფასება

 

 

 

 

 

+

 

მოსწავლეები, მასწავლებელი, შეფასების ჯგუფი


 

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი

ძალიან კარგი

კარგი

საშუალო

დაბალი

ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება

ჯგუფმა მიზანი კარგად გააცნობიერა

ჯგუფმა მიზანი გააცნობიერა

ჯგუფმა მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა

ჯგუფმა მიზანი ვერ გააცნობიერა

ჯგუფის მიერ მუშაობის ორგანიზება

ჯგუფის მიერ სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად განაწილდა

ჯგუფის მიერ სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არა თანაბრად განაწილდა

ჯგუფის მიერ სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილდა

ჯგუფის მიერ სამუშაო კარგად არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არა თანაბრად განაწილდა

ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

აქვს საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

აქვს საკმარისად ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

აქვს ნაწილობრივ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

 არ აქვს ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი

დროის ლიმიტი

საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს

საკმარისადიცავენ დროის ლიმიტს

უჭირს დროის ლიმიტის დაცვა

ვერ იცავენ დრიოს ლიმიტს

თანამშრომლობა

ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის ყველა წევრს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა

ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრს შორის იყო პოზიტიური და აქტიური ურთიერთობა

 

ჯგუფის რამდენიმე წევრი აქტიურობდა, ჯგუფის წევრებს შორის ზოგჯერ იძაბებოდა ურთიერთობა

ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის ყველა წევრს შორის  არ იყო პოზიტიური და  საქმიანი ურთიერთობა

 


პროექტის შეფასება-სასწავლო პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან მასწავლებლები,მოსწავლეები, შეფასების ჯგუფის წვრები.

პროექტის ხელმძღვანელი- მანანა ხუციშვილი ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი

რეფლექსია

მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე სასწავლო პროექტი ‘Wild and domestic animals’. გაკვეთილზე ცხოველების, მათი ნაშიერების  და სხეულის ნაწილების შესწავლისას ბავშვებს გაუჩნდათ სურვილი ახლოდან ეხილათ შინაური ცხოველები. მათ დაებადათ კითხვა: საშიშია თუ არა ყველა გარეული ცხოველი, მათ შორის გველები, ხვლიკები და სხვა რეპტილიები? ყველა გველი შხამიანია  და საშიშია თუ არა ადამიანებისათვის? შეუძლიათ თუ არა მათაც იზრუნონ შინაურ ცხოველებზე? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად გადავწყვიტეთ აღნიშნული ექსკურსია.

პროექტის დასაწყისისთანავე მოსწავლეები ავლენდნენ აქტიურობას. მომავალი ექსკურსიის მოლოდინში ჯგუფებში შეიმჩნეოდა მოტივაციის მაღალი ხარისხი. ისინი აგროვებდნენ საჭირო მასალებს, სურათებს, ინფორმაციას მათი დავალების შინაარსიდან გამომდინარე. ექსკურსიამ მოსწავლეების განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია. მოსწავლეებმა გიდის თანხლებით მოისმინეს საგანმანათლებლო შინაარსის ინფორმაცია შინაურ და გარეულ ცხოველებძე. ტერარიუმიდან ამოყვანისლი რეპტილიების და ცხოველების დათვარიელება, მათი შეხება ბავშვებისათვის იყო დაუვიწყარი. მოსწავლეებმა იზრუნეს შინაურ ცხოველებზეც. მიაწოდეს მათ საკვები და გამოხატეს მათ დამოკიდებულება ხელის შეხებით და ალერსით.

მოსწავლეებმა დააფიქსირეს თავიანთი ვიზიტი ფოტოაპარატით.

ბოლო ეტაპი, ანუ პრეზენტაცია იყო შეჯამება ერთკვირიანი მუშაობის. მოსწავლეებმა ნახატებით და თანდართული ინფორმაციით მოახდინეს პრეზენტაცია.

მესამე კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტით გაიღრმავეს ლექსიკური მარაგი და განამტკიცეს გრამატიკული ნაწილი დაკავშირებული ზმნებთან have got, can. მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს გარკვეული სოციალური ქცევებიც. პროექტი ასევე ემსახურებოდა მომავალი თაობის ბუნებასთან დაახლოვებას, ბუნების დაცვის, ზრუნვის გათავისებას.

პროექტის განხორციელებისას დამატების ან მოდიფიცირების საჭიროება არ შექმნილა.

პროექტის მსვლელობისას გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები ჯგუფურ მუშაობაში რამოდენიმე მოსწავლესთან. ვფიქრობ აღნიშნული ტიპის პროექტების ხშირი შეთავაზება განუვითარებს მათ ჯგუფური მუშაობის  და კომუნიკაციის უნარებს. დროთა განმავლობაში აღნიშნული ხარვეზები დაძლეული იქნება.


 

უფროსი მასწავლებელი: მანანა ხუციშვილი

2017 წლის 17 ნოემბერი

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი