მოსწავლეთა მიღების წესები

მთავარი » სკოლა » მოსწავლეთა მიღების წესები

მოსწავლეთა მიღების წესები

სკოლა ალბიონში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

 

 

შპს არასახაელმწიფო საერო სკოლა ალბიონი აცხადებს პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისათვის.

პირველ კლასში  შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი  წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

1996 წლიდან მუდმივ განახლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა „ალბიონის“  მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილი პედაგოგიური კოლექტივი წარმატებით ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების შესასრულებლად.

სკოლის დაარსებიდან დღემდე დაწყებითი საფეხურის კლასები მუშაობენ საგნობრივი განაწილების პრინციპით.

თანამედროვე  გამოწვევებისა და მოსწავლეთა მშობლების დაკვეთის გათვალისწინებით, კურსდამთავრებულთა  შესაძლებლობების  რეალიზაციის ხელშესაწყობად სკოლა, აგრეთვე, მიზნად  ისახავს   დამატებითი (კვირეული დატვირთვის ზრდის ხარჯზე) საგანმანათლებლო  მომსახურების საშუალებით რიგი საგნების:  ქართული ენისა და  ლიტერატურის, ინგლისური ენისა და მათემატიკის  სწავლების გაღრმავებას, რაც ხელს შეუწყობს  სისტემური აკადემიური ცოდნის კონსტრუირებას  და სხვა სახის დამატებითი (მათ შორის პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური პროფესიული ორიენტაციის მხარდასაჭერად, სააბიტურო კურსის ფარგლებში) დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების წარმართვას.                                                

გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით  გაუთვალისწინებელ საგანმანათლებლო და  სააღმზრდელო მომსახურებას, რაც ითვალისწინებს სავალდებულო   სტანდარტსზევით სწავლებას შემდეგ საგნებში:

სახალისო მათემატიკა  ( V – VI კლასები)

ბ)  მეტყველების კულტურა  ( I – IV კლასები)

გ)  ქცევის კულტურა  (I – IV კლასები)

დ) რითმიკა ( I  –  II  კლასები). 

ე)  ჭადრაკი  (III – IV  კლასები). 

 

სასკოლო პროგრამა მოიცავს:

სასწავლო პროცესს (09:30-14:50);

ფასი წელიწადში 5000 ლარი;

გახანგრძლივებული დღის ჯგუფის მომსახურებას  15.00-18.00 სთ:

სასწავლო პროცესი - ფასი 100 ლარი;

ერთჯერადი კვება - ფასი 100 ლარი

ტრანსპორტით  მომსახურება -  მშობელთა სურვილი მხოლოდ  გახანგრძლივებულის  შემდეგ წაყვანა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე-  ფასი 100 ლარი.


ჩარიცხვის წესი:

1. რეგისტრაცია - სკოლის საქმისწარმოების მენეჯერთან;  

2. გასაუბრება სკოლის ფსიქოლოგთან;

3.  საჭირო დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება; 

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის  500 ლარის ( X თვის გადასახადი) გადახდა;

5. მოსწავლის ჩარიცხვა;

 

Ø  პირველ კლასში მისაღები კონტინგენტის ზღვრული რაოდენობაა 60 მოსწავლე (3 კლასი)

Ø  პირველკლასელთა რეგისტრაცია დედმამიშვილებისათვის დაიწყება 2026 წლის 18 მარტიდან, 10.00 სთ;

Ø  პირველ კლასში შვილის ჩარიცხვის სხვა მსურველთათვის 1 აპრილიდან, 10.00 სთ;

Ø  პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

 

2026-2027 სასწავლი წლისთვის , გამონაკლისის წესით, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.


Ø  პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი  წინასწარ ათანხმებს საქმისწარმოების მენეჯერთან ვიზიტს, რის საფუძველზე დაიგეგმება სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრების დრო.

Ø  პირველკლასელების საკლასო ოთახები განთავსებული იქნება სკოლის პირველ სართულზე;

 

ალბიონის პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცემათ სკოლის მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების პაკეტი, გარდა ინგლისური ენის სახელმძღვანელოსი.


პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. განცხადების შაბლონი მოგეწოდებათ საქმისწარმოების მენეჯერიდან.
  •  მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამტკიცებული)  და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • 2 ფოტოსურათი 3X4
  • ცნობა ჯანმრთელობის შესახებ + აცრების ფურცელი
  • ცნობა მშობლების საქმიანობის შესახებ


სკოლის ყველა დოკუმენტის დამუშავება გარანტირებულად ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად.

 

სკოლის ადმინისტრაცია  მშობლებს მოგიწოდებ, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.



-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



მოსწავლეთა მიღების წესები

 


1. 2025-2026 წელს სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირსზოგადი განათლების შესახებკანონით გათვალისწინებული სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირს, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე უსრულდება, უფლება აქვს, მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.

 პირველ კლასში  ჩარიცხვამდე სკოლის ფსიქოლოგი მშობელთან და მის შვილთან გასაუბრებით ადგენს  მოსწავლის  სასკოლო მზაობას და მის ფსიქოსოციალურ დახასიათებას, რაც სკოლას ეხმარება კლასებში მოსწავლეთა გადანაწილების და სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის დაგეგმვია საქმეში.


2. პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებისას უპირატესობა მიენიჭება მოსწავლეს, რომელიც არის:


2.1. სკოლა „ალბიონის“, ან ბაგა-ბაღი „მომავალი ალბიონელის“ და-ძმა;


2.2. მშობელი/მეურვე/მზრუნველი   სკოლა „ალბიონის“ თანამშრომელი;


2.3. ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.


2.4. სსსმ მოსწავლე.


3.  თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შინაგანაწესით დადგენილ ნორმატივზე (20±2) ნაკლებია, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით სკოლა უფლებამოსილია სამ საგანში (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა)  V-XII კლასებში მობილობის მსურველებთან გასაუბრების საფუძველზე დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების შესაბამისი კლასის სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონესთან თავსებადობა. I - IV კლასებში მოსწავლეები მიიღებიან ფსიქოლოგთან გასაუბრების შემდეგ, რომლის მიზანია მათი ფსიქოსოციალური დახასიათების შედგენა ახალ სასწავლო გარემოში მოსწავლეთა ადაპტაციის ხელშესაწყობად.


4. გამონაკლისის სახით, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, ნორმატივის (20 მოსწავლე) ზევით სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთა და-ძმა სწავლობს სკოლაალბიონშიან ის მოსწავლე, რომელიც საპატიო მიზეზით გადასული იყო სხვა სკოლაში.   


5. სკოლის I კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:


მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;


მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  


საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის   შემთხვევაში).


ორი ფოტოსურათი (3/4);


ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრების მითითებით);


მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;


არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;


6. I-XII კლასებში სხვა სკოლიდან გადმოსულ მოსწავლეთა მიღება ხდება შემდეგი საბუთების საფუძველზე:


მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;


მოსწავლის პირადი საქმე;


სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული მიმდინარე შეფასება ყველა საგანში, საგნების წლიური შეფასებები და საფეხურის დამთავრების ქულა;

მოსწავლის დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;


ორი ფოტოსურათი (3X4);


არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;

     

მოსწავლის პირადი საქმე;


საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის   შემთხვევაში).


ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ (აცრების მითითებით);


სკოლის დირექტორის ბრძანების ამონაწერი მოსწავლის სიიდან ამოღების შესახებ;


სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა.


შენიშვნა: თუ მოსწავლის მიერ სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგენილია უცხოურ ენაზე,   უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.


7. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო სასწავლო გეგმა.


8. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.


9. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის  დირექტორის  ბრძანებით, დადებითი    საბოლოო აკადემიური შედეგების,   სასწავლო წლის შემაჯამებელი წერებისა და/ან გამოცდების შედეგების საფუძველზე (V-XI კლასები). შეფასების ათქულიანი სისტემის შესაბამისად, მოსწავლის წარმატების მინიმალურ ბარიერად ითვლება საგანში სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის შეფასება “5.0” ქულა.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი