აღმზრდელები

მთავარი » ადმინისტრაცია » აღმზრდელები

აღმზრდელები

შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ აღმზრდელებს!

 

კოლეგებო,

 

ქვეყანაში კორონავირუსის “მიკრონის” შტამის რეკორდულ გავრცელების გამო   გაიზარდა მშობელთა შიში  კონტაქტური სწავლებისას ბავშვის შესაძლო დაინფიცირებასთან დაკავშირებით.

თუ მშობელს ურჩევნია, რომ მისმა შვილმა სწავლა  გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, სკოლა მას ამის შესაძლებლობა შეუფერხებლად მისცემს. ეს პროცესი უშუალოდ სკოლის  ადმინისტრაციის მიერ იქნება ორგანიზებული.

სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს   სკოლის დირექტორს.   განცხადება  შეიძლება  გადმოგზავნილ იქნას სკოლის (school.albion@yahoo.com), ან კლასის აღმზრდელის ელექტრონულ ფოსტაზე. დარეგისტრირების  შემდეგ დაუყოვნებლივ  მოხდება მოსწავლის ჩართვა  ონლაინ სწავლებაში.   კლასის აღმზრდელმა მშობლის განცხადება  უნდა მიაწოდოს სკოლის კანცელარიას.

გთხოვთ, შეახსენოთ მშობლებს, რომ დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, სიცხე და ა.შ.) მქონე, აგრეთვე დაავადებულთან  უშუალო კონტაქტის მქონე  პირების (მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეების)  დაშვება დაწესებულების შენობაში;

 

ამასთან მოგიწოდებთ, დააწესოთ კონტროლი და უზრუნველყოთ კონტაქტურ სასწავლო პროცესში  მოსწავლის  პირბადის გამოყენებით მონაწილეობა.

 

სკოლის დირექცია

 

 

თან ერთვის: მშობლის განცხადების ნიმუში












სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
ჰოლი