მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია ქიმიაში

მთავარი » სიახლეები » მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია ქიმიაში

მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია ქიმიაში

სკოლა „ალბიონში" ა.წ. 16/X  ჩატარდა მოსწვლეთა პროექტების პრეზენტაცია და სახალისო ცდების დემონსტრირება ქიმიაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IX2, VIII2და VII2 კლასის მოსწავლეები. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი „ქიმიურ ელემენტთა ნათლობა". მერევე და მეცხრე კლასების მოსწავლეების პროექტები ეხებოდა თემებს: „ქიმია და  XXI საუკუნე”,  „გლობალური დათბობა", „მჟავა წვიმები, „ძვირფასი ქვები", „მინერალური სასუქები", „წყალი სიცოცხლის ელექსირი".

წარმოდგენილი იყო ექვსი კედლის გაზეთი და 1 თვითნაკეთი ხელსაწყო. ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა დაუკავშირეს ექსპერიმენტს და წარმოადგინეს სახალისო ცდები.

ღონისძიების მიზანი იყო ქიმიის გაღრმავებული სწავლება და მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარის გამომუშავება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ექსპერიმენტის საშუალებით.

 

 ქიმიის მასწავლებელი - ნელი ხუციშვილი

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი