მოსწავლეთა მიღების წესები

მთავარი » მოსწავლეები » მოსწავლეთა მიღების წესები

მოსწავლეთა მიღების წესები


მოსწავლეთა მიღების წესები


1. სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხებიან ის მოსწავლეები, რომლებსაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 6 წელი. პირველ კლასში  ჩარიცხვამდე სკოლის ფსიქოლოგი მშობელთან და მის შვილთან გასაუბრებით ადგენს  მოსწავლის  სასკოლო მზაობას და მის ფსიქოსოციალურ დახასიათებას, რაც სკოლას ეხმარება კლასებში მოსწავლეთა გადანაწილების და სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის დაგეგმვია საქმეში.


2. პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებისას უპირატესობა მიენიჭება მოსწავლეს, რომელიც არის:


2.1. სკოლა „ალბიონის“, ან ბაგა-ბაღი „მომავალი ალბიონელის“ და-ძმა;


2.2. მშობელი/მეურვე/მზრუნველი   სკოლა „ალბიონის“ თანამშრომელი;


2.3. ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.


2.4. სსსმ მოსწავლე.


3.  თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შინაგანაწესით დადგენილ ნორმატივზე (20±2) ნაკლებია, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით სკოლა უფლებამოსილია სამ საგანში (მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა)  V-XII კლასებში მობილობის მსურველებთან გასაუბრების საფუძველზე დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების შესაბამისი კლასის სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონესთან თავსებადობა. I - IV კლასებში მოსწავლეები მიიღებიან ფსიქოლოგთან გასაუბრების შემდეგ, რომლის მიზანია მათი ფსიქოსოციალური დახასიათების შედგენა ახალ სასწავლო გარემოში მოსწავლეთა ადაპტაციის ხელშესაწყობად.


4. გამონაკლისის სახით, გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, ნორმატივის (20 მოსწავლე) ზევით სკოლაში ჩაირიცხებიან მოსწავლეები, რომელთა და-ძმა სწავლობს სკოლაალბიონშიან ის მოსწავლე, რომელიც საპატიო მიზეზით გადასული იყო სხვა სკოლაში.   


5. სკოლის I კლასში ჩასარიცხად მოსწავლეთა მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები) წარმოადგენენ შემდეგ საბუთებს:


მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;


მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  


საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის   შემთხვევაში).


ორი ფოტოსურათი (3/4);


ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრების მითითებით);


მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;


არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;


6. I-XII კლასებში სხვა სკოლიდან გადმოსულ მოსწავლეთა მიღება ხდება შემდეგი საბუთების საფუძველზე:


მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დამფუძნებლის (დირექტორის) სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;


მოსწავლის პირადი საქმე;


სკოლის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული მიმდინარე შეფასება ყველა საგანში, საგნების წლიური შეფასებები და საფეხურის დამთავრების ქულა;


მოსწავლის დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;


ორი ფოტოსურათი (3X4);


არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;      


მოსწავლის პირადი საქმე;


საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის   შემთხვევაში).


ცნობა მოსწავლის ჯანმრთელობის შესახებ (აცრების მითითებით);


სკოლის დირექტორის ბრძანების ამონაწერი მოსწავლის სიიდან ამოღების შესახებ;


სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარმოდგენა.


შენიშვნა: თუ მოსწავლის მიერ სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია შედგენილია უცხოურ ენაზე,   უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.


7. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, სკოლაში ჩარიცხვისას მოსწავლესა და მის მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო სასწავლო გეგმა.


8. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.


9. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის  დირექტორის  ბრძანებით, დადებითი    საბოლოო აკადემიური შედეგების,   სასწავლო წლის შემაჯამებელი წერებისა და/ან გამოცდების შედეგების საფუძველზე (V-XI კლასები). შეფასების ათქულიანი სისტემის შესაბამისად, მოსწავლის წარმატების მინიმალურ ბარიერად ითვლება საგანში სემესტრული, წლიური, საერთო წლიური და საფეხურის შეფასება “5.0” ქულა.


სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი