საგნობრივი კათედრების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

მთავარი » მშობლები » საგნობრივი კათედრების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

საგნობრივი კათედრების მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები

 სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეთა მშობლებს!

 

მადლობას გიხდით ჩვენს მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მონაწილეობისა და   სკოლა „ალბიონის“ მიმართ გამოხატული ნდობისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის.

თქვენი მრავალი მოსაზრება, რომელიც შეეხებოდა სკოლასა და მშობლებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის გაუმჯობესების საკითხებს, გათვალისწინებულ იქნება  როგორც სტრატეგიულ (2022-2027 წ.წ.), ასევე მიმდინარე სასწავლო  წლის სამუშაო გეგმებში.

            საყურადღებოა თქვენს მიერ გამოხატული სურვილები სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ხშირი და პირადი კონტაქტების დამყარების მიზნით. პედაგოგიური საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი და სასურველია შიდასასკოლო ღონისძიებების ორგანიზება თუ მშობელთა საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტების დამყარება და მოსაზრებების შეუფერხებელი გაცვლის პროცესის   წარმართვა.

            ამ ეტაპზე, COVID-19 პანდემიის პირობებში, სკოლა ცდილობს ზედმიწევნით დაიცვას ინფექციის გავრცელების პრევენციასთან     დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის  (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის ბრძანება №01-55/ო - ვებგვერდი, 12.02.2021წ.  დანართი №37),

რომლის ერთერთ პუნქტში (სასწავლო პროცესის ორგანიზება, რეკომენდებულია:

o     მაქსიმალურად შეზღუდეთ ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყავით ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის  დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით;

o    მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა მიანიჭეთ დისტანციურ შეხვედრებს.“ (სტილი დაცულია!).

 

გარდა იმისა, რომ სკოლა მზად არის სწავლის განახლებისათვის და  შეძენილი აქვს   ზოგადი რეკომენდაციებით სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის გათვალისწინებული ყველა საშუალება, სკოლაში მოსწავლეთა და თანამშრომელთა  უსაფრთხოებაზე მუდმივად ზრუნავენ აღმზრდელები და თანამშრომელთა სპეციალური ჯგუფი, რომლებიც მუდმივ  მონიტორინგს აწარმოებენ სკოლის შენობაში პირბადის გამოყენების,   ჰიგიენისა და დისტანციის დაცვის უპირობოდ შესრულების მიზნით;

            აღსანიშნავია, რომ დღემდე სკოლა „ალბონის“ მოსწავლეთა და მასწავლებელთა საზოგადოებაში არ დაფიქსირებულა ინფექციის შიდა გადაცემის შემთხვევები, რაც გარდა ზემოაღნიშნულისა, იმითაცაა განპირობებული, რომ სკოლა „ალბიონის“ მასწავლებელთა და თანამშრომელთა 85% ვაქცინირებულია და გარდა ამისა სისტემატურად (აცრილი თანამშრომლებისთვის - 2 კვირაში ერთხელ PCR ტესტით, ხოლო აუცრელებისთვის კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტით) ხდება სკოლის ყველა თანამშრომლის ტესტირება.

 

!!!  გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაეცნოთ და ზედმიწევნით შეასრულოთ ზემოაღნიშნული რეგულაციებით განსაზღვრული  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

 

Ø  უმნიშვნელოვანესია, რომ მშობლებმა შეგვიწყოთ ხელი, რეგულაციების დაცვით მოსწავლეთა სკოლაში მიღებაში. ამისათვის, უმორჩილესად გთხოვთ, სკოლაში გამოცხადებისას და გაკვეთილების შემდეგ  დავიცვათ დისტანცია. ნუ შევქმნით დაჯგუფებებს  სკოლის შემოსასვლელებთან, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხმრავალი შეკრებები და ვირუსების გადადებისა და გავრცელების შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება შემოსასვლელს სკოლის ეზოდან, ვინაიდან ძირითადად აქედან ხდება  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მიღება-გაცილება.

Ø  გთხოვთ, დაიცვათ წესრიგი და იქონიოთ ? პირბადე  ჩვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, სკოლაში და მის გარეთ.

ასევე:

·         ცხელების/რესპირატორული დაავადების ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;

·         ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, დაუკავშირდით  112-ს ან ცხელების ცენტრ, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პსრ-ტესტირების ჩასატარებლად;

·         სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ  კლასის  დამრიგებელს;

·         ნებისმიერი მიზეზით მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ უნდა ეცნობოს დამრიგებელს გაკვეთილების დაწყებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ვერ დაგიკავშირდით, ვალდებულნი ვართ შევატყობინოთ 112-.  

·         დამრიგებელს მიეცით მინიმუმ 2 საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ დასაკავშირებლად;

·         განსაკუთრებულად გთხოვთ, ზედმიწევნით აუხსნათ ბავშვებს, დაიცვან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია სასკოლო სივრცეშიც და შემოსასვლელთანაც.

·         გააკონტროლეთ ყოველ დილით რათა თქვენმა შვილებმა იქონიონ პირბადე, ნივთები პირადი ჰიგიენისთვის , საკუთარი წყლის მარკირებული ბოთლი, ე.წ. „ლანჩ-ბოქსი“ და სასწავლო ნივთები; ესაუბრეთ მათ, რომ საჭიროა პირბადე მოირგონ სახეზე ისე, რომ იგი სრულყოფილად ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.

·         სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 9.30 სთ. გთხოვთ, მაქსიმალურად

             გამორიცხეთ მოსწავლეთა დაგვიანება.

·         აუცილებლობის შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესის დროს  მოსწავლის სკოლიდან გაყვანისათვის,  მშობელი უნდა დაუკავშირდეს   დამრიგებელს და მოსწავლეს გამოუშვებენ სკოლიდან დათქმულ დროს სპეციალური საშვით;

·         ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე მიმართეთ დამრიგებლებს ან დირექციას;

 

ჩვენ ყოველთვის გვიხარია მშობლებთან შეხვედრა და სკოლაში მიღება,მაგრამ ამ ეტაპზე:

ü  მშობლის სკოლის შენობაში  შემოსვლა შვილის დალოდების მიზნით შეზღუდულია.

ü  დამრიგებლები მშობლებთან შეხვედრებს გამართავენ დისტანციურად წინასწარ დადგენილ დროს.

ü  მშობელთა კრებები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, თქვენთვის მოსახერხებელი პლატფორმის მეშვეობით, დამრიგებელთან შეთანხმებით.

 

მოგიწოდებთ:

გავუფრთხილდეთ საკუთარ და ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობას .

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყველა სირთულის გადალახვას

 

თქვენი თანადგომის და მხარდაჭერის იმედით,

შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ დირექცია.







სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
ბიბლიოთეკა 1