2015 წლის 23 ნოემბერი

მთავარი » სიახლეები » 2015 წლის 23 ნოემბერი

2015 წლის 23 ნოემბერი

ძვირფასო კოლეგებო, ჩემო საყვარელო

 მოსწავლეებო!

დიდი ხანია ვფიქრობ რაიმე ორიგინალურის გაკეთებას ძვირფასი ადამიანებისთვის. დამეთანხმებით, რომ ცხოვრება სავსეა განცდებით, ემოციებითა და მოულოდნელი ამბებით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ისეთი რამ, რომლითაც მომეცემოდა საშუალება ჩემთვის საყვარელი ადამიანებისთვის მაქსიმალურად გადამეცა ჩემი დადებითი ენერგია და სიყვარული. ძალიან მომინდა, რომ ადამიანს, რომელიც ჩემგან საჩუქარს მიიღებდა, ბედნიერად ეგრძნო თავი.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწერა ხელნაწერი წერილები, მეტი სითბოს ჩასაქსოვად კონვერტებიც საკუთარი ხელით გავაკეთე. ჩამოვწერე ის ადამიანები, რომლებისთვისაც მომინდა ამ სიურპრიზის გაკეთება. ადრესატებს შორის აღმოჩნდნენ, როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ასევე მეგობრები, თანაკლასელები, ჩემი კოლეგები.

მიიღეთ ჩემგან ეს გამოწვევა, შეარჩიეთ  რამდენიმე ადამიანი და მისწერეთ წერილი. ფურცელზე ხელით დაწერილს სულ სხვა სითბო და ენერგეტიკა ახლავს თან, თანაც ამას ხომ დღეს თითქმის აღარავინ აკეთებს. სიყვარული გაზიარებით არ კლებულობს, მხოლოდ მრავლდება.  თუ მას გასცემ, არ ღარიბდები, პირიქით, უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს.

გიწვევთ თქვენ, ჩემო ძვირფასო მკითხველებო! იქნებ ამ ჟესტით პატარა ნიავი დიდ ქარიშხლად გადავაქციოთ და ადამიანების სახეზე მეტი ბედნიერება ვიხილოთ.

მე მინდა ვიყო ამის მონაწილე

მაშ, მივწეროთ წერილები საყვარელ ადამიანებს!

 

სიყვარულითა და პატივისცემით

 ქეთევან ილურიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

23 ნოემბერი 2015 წელი

  

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
ბიბლიოთეკა 1
საკლასო ოთახი