სკოლა „ალბიონში“ მე-11 კლასელებისთვის
საინტერესო და საჭირო შეხვედრა გაიმართა. გვესტუმრნენ პროკურატურის წარმომადგენლები,
რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად „პირადი ცხოვრების დაცულობის“ თემა განიხილეს. თანამედროვე
სამყაროში, სადაც ინფორმაცია იოლად ვრცელდება, ციფრული წიგნიერება და სამართლებრივი
ცნობიერება აუცილებელია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო: პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობას;
კიბერუსაფრთხოებასა და ინტერნეტში ქცევის წესებს; კანონისმიერ პასუხისმგებლობას.
ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ
დისკუსიაში და დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები. მსგავსი შეხვედრები ეხმარება
მოზარდებს, გააცნობიერონ საკუთარი უფლებები და მოვალეობები და გააკეთონ ინფორმირებული
არჩევანი ციფრულ სივრცეში.
მადლობას ვუხდით სტუმრებს საინტერესო საუბრისთვის, ხოლო ჩვენს მოსწავლეებს – აქტიურობისთვის!