14 ნოემბერი ყველასთვის
საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა
„ალბიონის“ 4-3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის აღმზრდელი - ქეთევან ილურიძე) რამდენიმე
საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
უკვე მეორე წელია „წიგნიერების“
ფარგლებში ეცნობიან ასტრიდის ნაწარმოებებს. წაკითხული აქვთ „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი
კარლსონი“, ლიონერბერგელი ემილის თავგადასავალი“, ამჟამად კითხულობენ „პეპი გრძელწინდას“.
მწერალს მისწერეს წერილები,
გამოხატეს შთაბეჭდილებები იმ ნაწარმოებებისა და პერსონაჟების მიმართ, რომლებსაც უკვე
იცნობენ.
13 ნოემბერს ესტუმრნენ
საქართველოს ხელოვნების სასახლეს. დაათვალიერეს მუზეუმი, მოსწავლეებმა აქვე შექმნეს
ხელნაკეთი დღიურები ასტრიდის პერსონაჟების შთაგონებით.
14 ნოემბერს კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ილურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი - „გვიყვარხარ ასტრიდ!“ გაკვეთილზე მოსწავლეებს მიეცათ საშუალება უკვე დაგროვებული ცოდნა გამოევლინათ. გამოეთქვათ საკუთარი შეხედულებები მწერალსა და მის პერსონაჟებზე. წაიკითხეს წერილები, 13 ნოემბრის დღიურის ჩანაწერი და კლასში, ჯგუფურად, დაწერეს პატარა „ჩანახატი“ ასტრიდ ლინდგრენზე... ერთხმად აღნიშნეს, რომ ასტრიდის ნაწარმოებების გარეშე ცხოვრება უხალისო იქნებოდა.