27 ნოემბერს VI2 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართული საკრავების მრავალფეროვანმა სპექტრმა. მუზეუმში მათ მიეცათ საშუალება შეხებოდნენ ინსტრუმენტებს, მოესმინათ სხვადასხვა საკრავების ჯადოსნური ხმები.