სასკოლო პროექტი „მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს“

მთავარი » სიახლეები » სასკოლო პროექტი „მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს“

სასკოლო პროექტი „მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს“


სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხელშესაწყობად სკოლა „ალბიონში“ მოქმედი სასკოლო პროექტის „მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს“ ფარგლებში 2023 წლის 7 დეკემბერს, IX-2 კლასის მოსწავლე ელენე ჯაგუნავას დედამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო ნიშნიანიძემ სკოლის მეცხრეკლასელებთან წაიკითხა ლექცია თემაზე „აკნე, კანის დაავადებები და ჭარბი ოფლიანობა“.


პრეზენტაციამ დააინტერესა მოზარდები და თითოეული თემის ირგვლივ გაიმართა აქტიური კითხვა-პასუხი. მოზარდები აღნიშნავდნენ, რომ მათი ასაკისათვის დამახასიათებელია ის პრობლემები, რომელზეც საუბრობდა ქალბატონი ნინო. მათ მიიღეს კონკრეტული რჩევები და გამოხატეს მადლიერება თანასკოლელის დედის მიმართ. შეხვედრა ემოციურადაც და შინაარსითაც დატვირთული და საინტერესო იყო.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს თანამშრომლობისათვის.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი