10 ოქტომბერს სკოლა "ალბიონის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა თბილისის კერძო სკოლების წარმომადგენელთა საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთან, თამარ ხატიაშვილთან, რომელიც მიეძღვნა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განხილვას.
საინფრომაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სკოლა "ალბიონის" ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საგნობრივი კათედრების გამგეები.