საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ სკოლა ,,ალბიონის“ მე-8 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ახალი ოლიმპიური მუზეუმი. გაეცნენ ოლიმპიზმის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებს, ქართველი ოლიმპიელების წარმატებებს.
სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის შესახებ.
აღმზრდელი - ელისო სოლოღაშვილი