პროექტი-მშობელი სკოლას

მთავარი » სიახლეები » პროექტი-მშობელი სკოლას

პროექტი-მშობელი სკოლას


მშობლის თანამშრომლობას სკოლასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ვაქციეთ ტრადიციად „მშობელი სკოლას“. ამ პროექტის ფარგლებში III-3 კლასის მოსწავლეები (აღმზდელი ქ. ილურიძე) შეხვდნენ ნიკოლოზ კაკულიას მშობელს, მარიკა გოგოხიას, რომელიც  პროფესიით პროკურორია. შეხვედრის თემა იყო „რას ნიშანვს კანონი და კანონმორჩილება“.


ქ-ნმა მარიკამ საგანგებოდ მომზადებული სლაიდითა და სწორად წარმართული დისკუსიით, პატარები დააფიქრა: რა არის უფლებები და ვალდებულებები; რას ემსახურება კანონი და რა შედეგები მოჰყვება კანონების დარღვევას. რატომ არის აუცილებელი სიფრთხილე უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს... შეხვედრის შემდეგ ქ-ნმა მარიკა გოგოხიამ პატარებს სერთიფიკატები გადასცა.


შეხვედრით აღფრთოვანებული პატარები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: გავიზრდები და მეც პროკურორი გამოვალო.


ვინ იცის...

მომავალი წინაა!

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
ჰოლი
საკლასო ოთახი