დედაენის კვირეულის ფარგლებში, მე-7/3 და მე-7/2 კლასის მოსწავლეებმა, ლიტერატურის მასწავლებლის, ლიკა ნარიმანიძის, დახმარებით პატარა მკითხველებს დაუმზადეს ხელნაკეთი წიგნები და საჩუქრადაც გადასცეს. ახლა ცნობისმოყვარე პატარებს ხალხური ზღაპრების უზარმაზარი წიგნები აქვთ და შეუძლიათ თავად აირჩიონ საკითხავი.