სასწავლო პროექტი

მთავარი » სიახლეები » სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი

                 III2 კლასის მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა სასწავლო პროექტი "Wild and Domestic Animals", ინგლისური ენის გაკვეთილებზე ცხოველების, მათი ნაშიერებისა და სხეულის ნაწილების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი ახლოდან ეხილათ ცხოველები, მათ დაებადათ კითხვები: საშიშია თუ არა ყველა გარეული ცხოველი, მათ შორის გველები, ხვლიკები და სხვა რეპტილიები? ყველა გველი შხამიანია და საშიშია თუ არა ადამიანებისათვის? შეუძლიათ თუ არა მათაც იზრუნონ შინაურ ცხოველებზე? ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად გადავწყვიტეთ ვწვეოდით კონტაქტურ ზოოპარკში "ფაუნა ლენდს". ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი. მათ თავიანთ კითხვებზე პასუხები და შთაბეჭდილებები წარმოადგინეს პრეზენტაციის დღეს. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონისა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, ბუნებასთან დაახლოვება, სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება.

        პროექტის ხელმძღვანელი ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი მანანა ხუციშვილი   2017 წლის 27 ნოემბერი

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი