ქიმიის წრე
წრის დასახელება: „ ატომი"
სკოლა- არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი".
სამიზნე ჯგუფი: X კლასის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა: 2017- 2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი, შეხვედრები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს 8:30 სთ-ზე.
საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს ქიმიის უფროსი მასწავლებელი ლალი ჯმუხაძე.
საწრეო მუშაობის მიზანი:
· მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.-ს მოთხოვნების მიხედვით.
· პრობლემის დანახვის და გადაწყვეტილების უნარების ჩამოყალიბება.
· მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება.
· ექსპერიმენტულად მუშაობის უნარების გამომუშავება.
· თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარება.
· პრეზენტაციის უნრის განვითარება.
ქიმიის წრეში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება გაიღრმავონ ცოდნა თეორიული საკითხების შესახებ, ჩაატარონ ექსპერიმენტული სამუშაოები, უკეთესად გაიაზრონ და ამოხსნან ამოცანები, რაც ხელს შეუწყობს მათი კრიტიკული აზროვნების , ვარაუდების გამოთქმის, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის უნარების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.
წრეში მუშაობისას ისწავლიან სხვისი აზრის პატივისცემას, შეიძენენ ჯგუფური მუშაობის ჩვევებს. ყველაფერი ეს კი ხელს შეუწყობს სწავლისადმი მათი მოტივაციის გაზრდას.
ქიმიის წრის თემატურ-კალენდარული გეგმა.
მოსწავლეთა რაოდენობა -14
საათების რაოდენობა -17
|
თვე და რიცხვი |
თემა |
აქტივობა |
რესურსი |
1. |
14.02 |
წრის წევრებთან საორგანიზაციო აკითხებზე საუბარი. წრის მუშაობის მიზნების გაცნობა. |
მინილექცია |
კომპიუტერი |
2. |
21.02 |
ქიმიის ძირითადი ამოცანა. ნივთიერებები და ქიმიური მოვლენები- მათი კლასიფიკაცია. |
სახელმძღვანელოს დახმარებით ჯგუფური მუშაობა. |
მარკერები, ფურცლები სახელმძღვანელო |
3. |
28.02 |
ნაერთთა კლასები, თითოეული კლასის ნივთიერებათა დამახასიათებელი რეაქციები. |
არსებული ცოდნის გააქტიურება.
|
რვეული, დაფა, ცარცი |
4. |
7.03 |
აღმომჩენი რეაქციები კატიონებზე და ანიონებზე. |
თვალსაჩინო პრაქტიკული მუშაობა. |
კომპიუტერი |
5. |
14.03 |
ნივთიერების, ელემენტის, ატომის შემადგენელი ნაწილაკები და მათი მახასიათებელი სიდიდეები. |
ჯგუფური მუშაობა. ცოდნის შეჯამება. |
ფერადი ილუსტრაციები. სახელმძღვანელო. |
6. |
21.03 |
ნივთიერებათა ფიზიკური თვისებების ( აგრეგატული მდგომარეობა, ლღობის ტემპერატურა, წყალში ხსნადობა) დამოკიდებულება შემადგენელი ნაწილაკების ბუნებაზე. |
მონაცემთა ანალიზი |
ცხრილები , დიაგრამები. |
7. |
28.03 |
ელექტრონის მდგომარეობა ატომში. მისი კავშირი ელემენტის ვალენტობასთან. |
კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება. |
ფერადი ილუსტრაციები. სახელმძღვანელო |
8. |
4.04 |
კავშირი ელემენტის ატომის აღნაგობასა და მის ბუნებაში გავრცელებასთან. |
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება |
დაფა ცარცი. |
9. |
11.04 |
ნივთიერებების გავრცელება ბუნებაში - სუფთა ნივთიერებები და ნარევები. |
პრაქტიკულ ჯგუფური მუშაობა. |
ფილტრის ქაღალდი, მელნები, საათის მინა. |
10. |
18.04 |
არაერთგვაროვანი და ერთგვაროვანი ნარევები. ნარევების დაყოფის ფიზიკური მეთოდები. |
პრაქტიკული მუშაობა |
ნივთიერებები , ქიმიური ჭურჭელი |
11. |
25.04 |
მოცემული მასური წილის და კონცენტრაციის ხსნარის დამზადება. |
ექსპერიმენტული მუშაობა. |
ნივთიერებები , ქიმიური ჭურჭელი |
12. |
2.05 |
ამოცანები გახსნილი ნივთიერების მასური წილის და მოლური კონცენტრაციის გამოანგარიშებაზე. |
ამოცანების ამოხსნა, ჯგუფური მუშაობა. |
რვეული, დაფა ცარცი. |
13. |
16.05 |
ამოცანების ამოხსნა ფიზიკური სიდიდეების და ფიზიკური ფორმულების გამოყენებით. |
ამოცანების ამოხსნა, რედაქტირება. |
რვეული, დაფა ცარცი. |
14. |
23.05 |
ამოცანების ამოხსნა ქიმიური ფორმულების და რეაქციის ტოლობების გამოყენებით. |
ამოცანების ამოხსნა ალგორითმის გამოყენებით. |
ცხრილი, რვეული ცარცი დაფა |
15. |
30.05 |
სრული მჟავა და ფუძე მარილები. მათ შორის კავშირი- შესაბამისი რეაქციის ტოლობების შედგენა. |
დამოუკიდებელი მუშაობა სქემის გამოყენებით. |
სქემა, რვეული, კალამი |
16. |
6.06 |
ამოცანები, როცა პროდუქტის შედგენილობა რეაგენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. |
ჯგუფური მუშაობა |
რვეული, დაფა ცარცი, კალამი |
17. |
13.06 |
შემაჯამებელი შეხვედრა |
შთაბეჭდილებების გაზიარება. |
კომპიუტერი, დაფა, ცარცი. |