ინფორმაცია უფლებამოსილი პირების შესახებ

მთავარი » სიახლეები » ინფორმაცია უფლებამოსილი პირების შესახებ

ინფორმაცია უფლებამოსილი პირების შესახებ

სასკოლო საზოგადოებას: მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლების და სხვა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!


„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის N 06/ნ 2019 წლის 29 იანვრის ბრძანებისა და მის საფუძველზე სკოლის მიერ შემუშავებულ შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების“ შესაბამისად ვასაჯაროვებთ ინფორმაციას აღნიშნულ წესში ქვემოთჩამოთვლილი პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ.


სკოლა „ალბიონის“ ადმინისტრაცია


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ– „112“–ის ცხელი ხაზის ნომერი – 112

ნომერი განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისათვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.

112 აკრიფეთ, როდესაც: ხანძარია, როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, პიროვნებამ დაკარგა გონება, პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება, გახდით სუიციდის მცდელობის თითმხილველი, გახდით ძლადობის თვითმხილველი, შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი, გახდით ნარკოტიკის მოხმარების თვითმხილველი და ა.შ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერი  – 2 200 220

ცხელი ხაზით სარგებლობა შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.


საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი – 598 08 30 06, 1481

საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია დაიცვას ყოველი ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები და რეაგირება მოახდინოს მათი დარღვევის დროს.

სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობა შესაძლებელია, როდესაც გამოვლინდება ბავშვთა უფლებებისა და თვაისუფლებების დარღვევის შემთხვევა (მაგალითად: ბავშვთა თანასწორობის უფლება, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვთა მიერ ინფორმაცის მიღების უფლება და ა.შ.).  სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა პირმა და თავად არასრულწლოვანმა.


სკოლის ფსიქოლოგი – ლელა ჯავაშვილი - 579 301 155

სკოლა მოსწავლეებს და მათ კანონიერ წარმოამადგენლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ სკოლის ფსიქოლოგის კონსულტაციით ნებისმიერ ფსიქო–სოციალურ საკითხთან დაკავშირებით.

სკოლის ფსიქოლოგთან დაკავშირება შესაძლებელია: თუ  ბავშვი არის ბულინგის ან კიბერბულინგის მსხვერპლი, ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, თუ ბავშვის ქცევიდან გამომდინარე ივარაუდება სუიციდის მცდელობა, თუ ბავშვის მიმართ ვლინდება დისკრიმინაციის ნიშნები და ა.შ.


უფლებამოსილი პირი - ნოდარ კირვალიძე - 599 141 412

სკოლის ტერიტორიაზე სწავლის დროს უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს  უნდა დაუკავშირდეთ  უფლებამოსილ პირს.

სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს:

  • საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.);
  • საზოგადოებრივი  ჯანმრთელობისათვის  რისკის  შემცველი  (ფართო  გავრცელების  პოტენციალის  მქონე) გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში (შემდგომში – გადამდები დაავადების შემთხვევა).
  • სუიციდური აზრი, სუიციდის მცდელობა, სუიციდი;
  • თვითდაზიანება;
  • ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა ან სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება;
  • მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონა, ასევე იმ საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის ქონა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.
  • მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია, მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
  • მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და დაგვიანება  საპატიო  მიზეზის  გარეშე,  იმ შემთხვევაში,     როდესაც     აღნიშნულის     შესახებ     მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენელი    არ    არის ინფორმირებული, ასევე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე;
  • მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;
  • მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ჩადენილი   საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსითა   და საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსით    გათვალისწინებული    ნებისმიერი სამართალდარღვევა;
  • მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;
  • მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;
  • მოსწავლის დესტრუქციული ქცევა;
  • მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღება, ფულის შეგროვება, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერ ფორმით გამორთმევა;
  • მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა;
  • სხვა გარემოება ან/და ქმედება,  რომელმაც შეიძლება სკოლის ტერიტორიაზე სწავლის პერიოდში საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას,    სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი