უნივერსიტეტი

მთავარი » სიახლეები » უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი

    2018 წლის 30 იანვარს 103 კლასის მოსწავლეები კლასის აღმზრდელ რუსუდან აბულაძესთან და ისტორიის მასწავლებელ ქეთევან ათაბეგაშვილან ერთად სასწავლო პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტი ეძღვნება უნივერსიტეტის დაარსების ასი წლის იუბილეს, რომელიც წელს იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია საბავშვო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, რომელმაც დაწვრილებით უამბო მათ უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, იმ დიდი ღვაწლის შეახებ, რაც გასწიეს დამაარსებლებმა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბაღში განთავსებული პანთეონი, უნივერსიტეტის შენობა, იქ განთავსებული მუზეუმი და ვაჟა-ფშაველას სახელობის კაბინეტი. უნივერსიტეტში სტუმრობამ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ისტორიის უფროსი მასწავლებელი ქ. ათაბეგაშვილი

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი