წიგნიერების წრე

მთავარი » სიახლეები » წიგნიერების წრე

წიგნიერების წრე

 

 

წიგნიერების წრე

„მთიები"

 

წიგნიერების წრე

წრის დასახელება: „მთიები"

სკოლა- არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი"

სამიზნე ჯგუფი: X კლასის მოსწავლეები.

ხანგრძლივობა: 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრი, შეხვედრები კვირაში ერთხელ, ორშაბათს, 15 საათზე.

საწრეო მუშაობას უხელმძღვანელებს ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნონა აბაშმაძე

საწრეო მუშაობის მიზანი:

·      მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე.ს.გ.-ს მოთხოვნების მიხედვით.

·      გააზრებული კითხვის უნარების გამომუშავება

·      წერითი უნარების განვითარება

·      შემოქმედებითი უნარის განვითარება

·      ცოდნის მიღების ინტერესის გაღვიძება

·      ქართული და უცხოური ლიტერატურული შედევრების კითხვა და ანალიზი

 

მოკლე მიმოხილვა:                                                                                               

წიგნიერების წრე მოსწავლეებს ეხმარება იმაში, რომ  მათ  მეტი  შეიტყონ სხვადასხვა  ტიპის, ჟანრისა  და  სტილის ტექსტების შესახებ.

გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავება მნიშვნელოვანია სასკოლო პროგრამის ნებისმიერი დისციპლინის შესწავლის დროს. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს უჭირთ   წაკითხული მასალიდან  დასკვნის გამოტანა, ტექსტური და ქვეტექსტური ინფორმაციის ამოცნობა. ასევე აქტუალურია მოსწავლეთათვის წიგნის კითხვის  მოტივაციის შექმნა. ამ მიზნით გადავწყვიტე  Xკლასში საწრეო ,მუშაობის ჩატარება. მიმაჩნია , რომ ჩვენი  შეხვედრების  შედეგად  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  გააზრებული  კითხვის უნარ-ჩვევები. ისინი გაეცნობიან ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს.მოსწავლეები ერთსა და იმავე ვადებში  წაიკითხავენ წიგნს, რეგურალურად განიხილავენ წაკითხულს, კითხვის დასრულებისას  გაიმართება დისკუსია. მოსწავლეები შეძლებენ შთაბეჭდილებების  წერილობით  გადმოცემას. განუვითარდებათ კრიტიკული  კითხვისა და მსჯელობის  უნარ-ჩვევები,  შეუყვარდებათ მხატვრული ლიტერატურის კითხვა, გაუფართოვდებათ თვალსაწიერი.                     

 

საწრეო მუშაობის პროგრამა

 

 

 

N

თვე და რიცხვი

 

        თემა

 

აქტივობა

 

რესურსი

 

 

   1

 

 

7.02.18

 

შეხვედრა   წრის წევრებთან. სამუშაო თემატიკის გაცნობა

 

მინი ლექცია

 

კომპიუტერი, ფურცლები, მარკერები

 

 

   2

 

19.02.18

 

ჯემალ ქარჩხაძის   „ზებულონი"

 

ნაწარმოების  წაკითხვა, გაანალიზება

 

ჯემალ ქარჩხაძის თხზულებები

 

  3

 

26.02.18

 

გურამ დოჩანაშვილი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

 

ნაწარმოების  წაკითხვა, გაანალიზება.

 

გურამ დოჩანაშვილი, მოთხრობათა კრებული.

 

   4          

 

05.03.18

 

ო, ჰენრის მოთხრობები

 

მოთხრობების წაკითხვა, გაანალიზება

 

ო, ჰენრი , თხზულებები

 

  5

 

12.03.18

 

მხატვრული ტექსტის გააზრება  და მართლწერის წესების ადეკვატური გამოყენება

 

 

წერითი მუშაობა-საკუთარი მოსაზრების დამოუკიდებლად გამოხატვა

 

ფურცლები, მარკერები

 

 6

 

19.03.18

 

„პოეზია უპირველეს ყოვლისა"

 

 

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებასთან    ზიარება

 

 

სტუმრად გალაკტიონ ტაბიძის  სახლ-მუზეუმში

 

 

7

 

26.03.18

 

ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი"

 

ნაწარმოების გაცნობა.  ამბის  რუკის შედგენა.

 

ნაირა გელაშვილის მოთხრობები

 8

16.04.18

 

ერიხ მარია რემარკი „სამი მეგობარი"

ნაწარმოების გაცნობა

ერიხ მარია რემარკი , თხზულებათა კრებული

 

 9

 

23.04.18

„სამი მეგობარი"

 

ნაწარმოებს გაანალიზება

 

ერიხ მარია რემარკი, თხზულებათა კრებული

 

 10

 

30.04.18

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები: „ლამბალო და ყაშა"; „ჩანჩურა"; „პაპა დიმო";

 

ნაწარმოებების გაცნობა, ანალიზი.

 

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები

 

 12

 

07.05.18

 

პერსონაჟის დახასიათება

 

 

გმირის რუკის შედგენა

 

მიხეილ ჯავახიშვილის  მოთხრობები

 

13

 

14.05.18

 

ილია ჭავჭავაძე  „გლახის ნაამბობი"

 

ნაწარმოების გაცნობა , ანალიზი

 

ილია ჭავჭავაძის  თხზულებები

 

 14

 

21.05.18

მხატვრულ ხერხებზე მუშაობა

 

ტექსტიდან(„გლახის ნაამბობი")   მხატვრული ხერხების  ამოწერა და  მათი განმარტება

 

ილია ჭავჭავაძის თხზულებები

 

 

 15

 

28.05.18

 

ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები"

 

 

სპექტაკლის ნახვა

 

 

მოზარდ მაყურებელთა თეატრი

 

16

 

04.06.18

 

 აკა მორჩილაძე "ჩრდილი გზაზე"

 

ნაწარმოების გაცნობა, ანალიზი

 

აკა მორჩილაძის თხზულებათა კრებული

 

17

 

11.06.18

 

შემაჯამებელი შეხვედრა

 

შთაბეჭდილებების  გაზიარება

 

ფურცლები მარკერები

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი