სკოლა "ალბიონის" V-XII კლასების მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით შეფასების დებულება

მთავარი » სიახლეები » სკოლა "ალბიონის" V-XII კლასების მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით შეფასების დებულება

სკოლა "ალბიონის" V-XII კლასების მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით შეფასების დებულება

სკოლა "ალბიონის" V-XII კლასების

მოსწავლეთა რეიტინგული ქულებით

შეფასების დებულება

რეიტინგული ქულებითY V-XII კლასების მოსწავლეთა შეფასება მიზნად ისახავს მოსწავლეთა საზოგადოებრივი აქტივობისა და პასუხისმგებლობის გაზრდას, სწავლის ხარისხის ამაღლებასა და მოსწავლეთა ინტერესების გაზრდისათვის დამატებითი მოტივაციის შექმნას.

რეიტინგული ქულებითY V-XII კლასების მოსწავლეთა შეფასება ხდება სასწავლო წლის ბოლოს შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

1. მოსწავლეთა ცოდნის აკადემიური მაჩვენებელი (საერთო წლიური ქულა შესაბამის კლასში, საფეხურის ქულა, მედალოსანი).

2. მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა და სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულება:

- სისტემატიურედ ასრულებს - 10 ქულა

- არასისტემატიურად ასრულებს - 5 ქულა

- არ ასრულებს - 0 ქულა

3. მოსწავლის აქტიურობა (მონაწილეობა საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში, კონფერენციებში, ოლიმპიადებში, სპორტულ შეჯიბრებებში):

- სისტემატიურედ მონაწილეობს  - 10 ქულა

- არასისტემატიურად მონაწილეობს - 5 ქულა

- არ მონაწილეობს - 0 ქულა

4. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა:

- სისტემატიურედ კითხულობს  - 10 ქულა

- არასისტემატიურად კითხულბს - 5 ქულა

- არ კითხულობს - 0 ქულა

მოსწავლეს რეიტინგული ქულებით აფასებენ აღმზრდელი და საგნების მასწავლებლები, რაზედაც ფორმდება შესაბამისი ოქმი.

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეთა რეიტინგული მაჩვენებელი განხილულ იქნება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, სადაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. უმაღლესი რეიტინგული ქულის (40) მფლობელი მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სკოლა "ალბიონის" დირექციის სიგელით და მონაცემები განთავსდება სკოლის ვებგვერდზე.

აღმზრდელი ვალდებულია მოსწავლეთა რეიტინგული მაჩვენებლები დროულად დაიყვანოს მოსწავლეებამდე და მათ მშობლებამდე.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი