პროექტი „ქართული კინოს ისტორია“

მთავარი » სიახლეები » პროექტი „ქართული კინოს ისტორია“

პროექტი „ქართული კინოს ისტორია“

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით (მასწავლებელი ლია ნარიმანიძე) სკოლა "ალბიონში" 2026 წლიდან ამოქმედდა პროექტი "ქართული კინოს ისტორია.

 

ამ პროექტის ფარგლებში 12 ივნისს, 7-3 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სახელწოდებით "ქართული კინოს ტური". ექსკურსიის მიზანი იყო, ქართული კინოს ისტორიის უკეთ შემეცნება, გააზრება. მოსწავლეებმა, გიდის დახმარებით, მოინახულეს რამდენიმე ღირშესანიშნავი ადგილი, რომელიც გადაღებულია ქართულ ფილმებში.

 

მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როცა ხედავდნენ ამ მნიშვნელოვან ადგილებს და თან პარალელურად შეეძლოთ ენახათ იგივე ადგილები უშუალოდ ფილმებიდან (რომლის კადრებსაც აჩვენებდა გიდი).

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი