ვაჟა-ფშაველას შემოქმედება
ვაჟა-ფშველას შემოქმედება ზრდის და ასუფთავებს ქართველი კაცის სულსა და ცხოვრებას. მის ფრაზას ზიარება უნდა, მის შემოქმედებით ბიოგრაფიას კი კარგად გააზრება.
„მამამ ღმერთს ჩამაჰყარა სახელიო“ - თქვა გულქან რაზიკაშვილმა. ამ ჭეშმარიტებაზე მეტი რა უნდა ვთქვათ ფშაველ გენიოსზე?!
2022 წლის 14 ივნისს სკოლა „ალბიონის“ 52 კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „მამამ ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“. კომპოზიციაში მონაწილეობდნენ მასწავლებლებიც.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შეძლეს „კიდევ ერთხელ ეგრძნოთ და გაეგოთ ქართველი ღმერთკაცის ლოცვა და სიმღერა“.
კლასის აღმზრდელი - თინათინ ჩალაძე
ქართული ლიტერატურის მასწავლებელი - ქეთევან ილურიძე
მუსიკის მასწავლებელი - მზია მუკატარიძე