მომავალი პირველკლასელების ტრანზიციის
ეფექტიანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით მიმდინარე წლის 8 ივნისს საერო სკოლა „ალბიონმა“
უმასპინძლა მასთან არსებული საბავშვო ბაღის „მომავალი ალბიონელების“ აღსაზრდელებს.
სკოლის პედაგოგებმა: ეკა ურიადმყოფელმა და გვანცა
მეტრეველმა იზრუნეს პატარებისთვის საინტერესო, სამოტივაციო და მხიარული გარემოს შექმნაზე.
პატარებმა იმხიარულეს, ითამაშეს და გააცნობიერეს რას ნიშნავს შესვენების დრო, სკოლის
ზარის ხმაზე შეაბიჯეს საკლასო ოთახში და ინდივიდუალურ მაგიდებთან დაიკავეს მათთვის
განკუთვნილი ადგილები.
მაგიდაზე ყველას დახვდა სამუშაო ფურცლები და სხვა
მასალა, რომლისგანაც პატარებმა მხიარული პინგვინები ააწყვეს და პატარა სიურპრიზებით
დაუბრუნდნენ საკუთარ სააღმზრდელო ჯგუფებს.
ტრანზიციის დღის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ 5-6 წლიანი აღსაზრდელების აღმზრდელი ლილი ყუშიტაშვილი და აღმზრდელის თანაშემწე სალომე მამუჩიშვილი.