სკოლა „ალბიონში“
მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში აზროვნების მაღალი დონეების, აზრის თავისუფლად გამოთქმის, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
ამ მიზნით
ხელი ეწყობა არაფორმალური განათლების საშუალებით საკლუბო საქმიანობის ხელშეწყობას.
უკვე 13
წელია სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიის კლუბი. კლუბის ხელმძღვანელია სკოლის
ფსიქოლოგი, ლ. ჯავაშვილი.
ყოველი სასწავლო
წლის ბოლოს, კლუბი აწყობს შემაჯამებელ შეხვედრას სკოლის საკონფერენციო დარბაზში. წელსაც, 25 მაისს, შედგა კლუბის წევრების საპროექტო თემების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის
დირექციის წარმომადგენლები,მშობლები, და მე-8 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.
კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საპროექტო
ნამუშევრები:
1.
ტემპერამენტი, ტემპერამენტის ტიპები
ავტორი: ნიტა
დეკანოზიშვილი
2.
სხეულის ენა
ავტორები: მარიამ
მელიქიძე, ლუკა ბოკუჩავა
3.
გარდამავალი ასაკის სირთულეები
ავტორები: კონსტანტინე ხარშილაძე, დავით ბრეგაძე
4.
პიროვნების რეალიზაცია
ავტორი: ნატალია
კორახაშვილი
5.
ადამიანი და ფანტაზია
ავტორი: ანდრია
სულაბერიძე
6.
ადამიანი და ქვეცნობიერი
ავტორი: ბარბარე
შავერდაშვილი
ყველა პრეზენტაცია
გამოირჩეოდა განხილული თემების აქტუალობით და მნიშვნელობით.
პროექტების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო კითხვა-პასუხი პროექტების ავტორებსა და მსმენელებს შორის.