საერო სკოლა „ალბიონი“ დიდ ყურადღებას უთმობს სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. გარდა იმისა, რომ სკოლის მატერიალური ბაზა ღიაა სასკოლო საზოგადოების საგანმანათლებლო თუ კულტურული საჭიროებებისათვის, ხელი ეწყობა მოსწავლეებში საქველმოქმედო და სათემო ღონისძიებების ორგანიზებას.
26 აპრილს სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის მიერ (მარიამ აიღანი და ნატალია ბუწაშვილი) ორგანიზებულ იქნა საქველმოქმედო საღამო ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ბენეფიციარებისათვის.
სკოლის მოსწავლეებმა კონცერტი მოაწყვეს ხანდაზმულებისათვის, მათთან ერთად იცეკვეს, იმღერეს და საჩუქრებითაც გაახარეს.
ამ ღონისძიების ორგანიზებაში
გაწეული თანადგომისათვის და უანგარო დახმარებისათვის მადლობას ვუცხადებთ ჩვენი აღსაზრდელების ოჯახებს,
მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ღონისძიებაში მონაწილე შემოქმედებით მოსწავლეებს და
მათ უცვლელ მენტორს, მასწავლებელ ანა ხუციშვილს...