2026 წლის 13 მაისს სკოლა „ალბიონის“
5-3 კლასის მოსწავლეები აღმზრდელთან (ქ. ილურიძე) და ბუნების მასწავლებელთან (ნ. აბუსერიძე)
ესტუმრნენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის
ეროვნულ ცენტრს.
მოზარდებმა სპეციალისტებს დაუსვეს საინტერესო
კითხვები კატასტროფის რისკების შემცირების ღონისძიებებთან დაკავშირებით. მიიღეს რეკომენდაციები,
მოისმინეს ინფორმაციები და ნახეს, როგორი პასუხისმგებლობით მუშაობს სეისმური მონიტორინგის
სამსახური.
გაეცნენ საარქივო მასალებს. ნახეს, როგორ ხდებოდა ტექნოლოგიების განვითარებამდე მიწისძვრის ეპიცენტრების დადგენა, „ბალიანობის“ განსაზღვრა.