შემოდგომის ფერებში გახვეული დღესასწაული

მთავარი » სიახლეები » შემოდგომის ფერებში გახვეული დღესასწაული

შემოდგომის ფერებში გახვეული დღესასწაული

შემოდგომა-საოცარი ფერების სიმფონია და ხილის სურნელი მთელ სკოლას ავსებდა. მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ერთად აღიქვამდა მხიარულებასა და შემოქმედებით აღტაცებას.

 

31 ოქტომბერს სკოლა „ალბიონში“ ნამდვილი ზეიმი გაიმართა. (იდეის სულისჩამდგმელი - ხელოვნების მასწავლებელი გვანცა მეტრეველი). კლასებმა წინასწარ მოამზადეს საგამოფენო კუთხეები და დეკორაციები. ყველა კუთხე ფერადი და ორიგინალური იყო. მოსწავლეებმა შემოდგომის ბუნებრივი მასალებით შექმნეს ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები...

 

დღესასწაულს ხიბლი პატარების ცეკვა-სიმღერამაც შეჰმატა. თითქოს თავად შემოდგომა შემოვიდა სკოლაში...

 

შემოდგომის ზეიმი მხოლოდ ფერების დღესასწაული კი არა, სიყვარულისა და ერთობის სიმბოლოა. ის გვახსენებს, რომ ბუნების ყოველი ცვლილება სილამაზით არის სავსე და რომ სიკეთე სწორედ მაშინ იზრდება, როცა ერთმანეთს ვუზიარებთ სითბოს, სიხარულსა და სიყვარულს...

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
ბიბლიოთეკა 1
საკლასო ოთახი