ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად სკოლა ალბიონი წლიური თვითშეფასების მონაცემების
მიხედვით ერთერთ გასაუმჯობესებელ პრიორიტეტად სახავს კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული
ორიენტაციის მომსახურების უზრუნველყოფას.
მოსწავლეთათვის კარიერული დაგეგმვისა და პროფესიული
ორიენტაციის მომსახურების შესახებ სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად
ერთერთი ღონისძიებაა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროგრამების გაცნობის პროცესი, რაც,
ზოგჯერ ასევე მოიცავს კარიერული შესაძლებლობების შეფასებებს და ინფორმაციის მიღებას
სამუშაო ბაზრის შესახებ.
იმისათვის, რომ სკოლის უფროსკლასელებმა მიიღონ განახლებული
და სანდო ინფორმაცია ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდგომი კარიერული
განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დღეს, 21 ოქტომბერს სკოლა ალბიონმა უმასპინძლა
თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
საინტერესო პრეზენტაცია, აქტიური კითხვა-პასუხის შესაძლებლობა, ვფიქრობთ ხელს შეუწყობს ჩვენს მოსწავლეებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ...