8 მაისს, ეროვნული
სასახლის მედიათეკას, პროექტ “მწერლის ლაბორატორიის” ფარგლებში, სკოლა “ალბიონის” მეორეკლასელები
ესტუმრნენ. მათაც აინტერესებდათ, რა გზას გადის წიგნი იდეიდან გამოცემამდე, როგორ ჩნდება
იდეა ან როგორ ხდება წიგნის ილუსტრირება. ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრებიც წარმოადგინეს
და შემოქმედებით აქტივობებშიც ხალისით მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრას
უძღვებოდა მედიათეკის მთავარი კოორდინატორი, მწერალი და ილუსტრატორი ლელა ცუცქირიძე.
მედიათეკის გუნდი მადლობას უხდის ბავშვებს და მათ მასწავლებელს, ქალბატონ ნინო ტყემალაძეს პროექტში მონაწილეობისთვის