პროექტი - მშობელი სკოლას

მთავარი » სიახლეები » პროექტი - მშობელი სკოლას

პროექტი - მშობელი სკოლას

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხელშესაწყობად სკოლა „ალბიონში“ უკვე მეორე წელია მოქმედებს სასკოლო პროექტი „მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს“, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა სხვადასხვა პროფესიების მქონე მშობელთა შეხვედრების ორგანიზება მოსწავლე-შვილის თანატოლებთან.

ა.წ. 17 ნოემბერს V1  კლასის მოსწავლის (დავით ამირანაშვილი) დედამ, ექიმმა სტომატოლოგმა ჰერა ყურაშვილმა ჩაატარა შეხვედრა სკოლის მეხუთეკლასელებთან თემაზე „ლამაზი ღიმილის საიდუმლო“.


იყო საინტერესო პრეზენტაცია პირის ღრუსა და კბილების მოვლის საკითხებზე და      ვიზუალური მასალა სტომატოლოგიური მოდელებისა და კბილის მოვლის საშუალებების გამოყენებით, მხიარული და საინტერესო ინტერაქცია, ხოლო, დასასრულს, გაიმართა კონკურსი, ვის რა დაამახსოვრდა შეხვედრის თემატიკიდან. გამარჯვებულ 5 მოსწავლეს ქალბატონმა ჰერამ საჩუქრად გადასცა სტომატოლოგიური ფირმის ნაკრები, კბილის მოვლის სხვადასხვა საშუალებებით...


ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ჩვენმა მოსწავლეებმა და ბოლოს ერთხმად აღიარეს, რომ ჯანსაღი კბილები ლამაზი ღიმილის  გარანტიაა.


მადლობა ქალბატონ ჰერას თანამშრომლობისათვის.


ძვირფასო მშობლებო, შემოგვიერთდით. ვითანამშრომლოთ  ჩვენი აღსაზრდელების განათლებისათვის.


სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
ბიბლიოთეკა 1
საკლასო ოთახი