,,მიყვარხარ, დედამიწა!

მთავარი » სიახლეები » ,,მიყვარხარ, დედამიწა!

,,მიყვარხარ, დედამიწა!

დედამიწის დღეს მიუძღვნეს პროექტი და თანატოლებს წარუდგინეს VI-1 კლასის მოსწავლეებმა. საკუთარი ხელით დამზადებული მაკეტები და საინტერესოდ მომზადებული თემების პრეზენტაცია, შთამბეჭდავი და საინტერესო ამბები, საკუთარი დამოკიდებულებები და დედამიწისადმი მიძღვნილი თბილი, მზრუნველობითა და სიყვარულით სავსე ბარათები წარმოგვიდგინეს და ლამაზი დღე აჩუქეს თანატოლებსა და მასწავლებლებს მეექვსეკლასელებმა.

 

მადლობა საყვარელო ბავშვებო, თინიკო მასწავლებელო (თინთინ ჩალაძე-ბუნებისმცოდნეობის პედაგოგი) და ანა მასწავლებელო (აღმზრდელი - ანა ხუციშვილი) ამ ლამაზი და საინტერესო დღისათვის. ჩვენ, ყველას, გვიყვარხარ დედამიწა!

სკოლის გალერეა

ბიბლიოთეკა 1
საკლასო ოთახი
ჰოლი