მემკვიდრეობითობის
მოლეკულური მექანიზმების გარკვევამ ახალი ეპოქა დაიწყო ბიოტექნლოგიაში.
ბიოტექნოლოგია
მეცნიერების დარგია, რომელიც იყენებს გენურ ინჟინერიასა და სხვა დნმ - ტექნოლოგიებს
მიკროორგანიზმების, მცენარეეებისა და ცხოველების დნმ-ის მოდიფიცირებისათვის, რათა მათი
ნიშან-თვისებები სასურველი მიმართულებით შეცვალოს.
“ალბიონის“
მეთერმეტეკლასელები დაინტერესდნენ ამ თანამედროვე მეცნიერებით და შემოგვთავაზეს მოსწავლეთა
სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ბიოტექნოლოგია, ის რაც ჩვენს მომავალს შეცვლის“.
ბიოტექნლოგია
მედიცინაში, გენმოდიფიცირებული მცენარეები და ცხოველები, ბიოსამედიცინო და სხვა საკითხები
საინტერესო პრეზენტაციებით გაგვაცნეს ჩვენმა ნიჭიერმა მოსწავლეებმა. არც მხიარულება
დაავიწყდათ, კონფერენციის დასასრულს თანატოლებს დაძაბული და სახალისო თამაში “Kahoot”
შესთავაზეს და გამარჯვებულებიც გამოავლინეს.
წარმატებები ძვირფასებო! გაღიარებთ და უსაზღვროდ გვიყვარხართ.