IV-3 კლასელები უმეგობრდებიან პეპის...

მთავარი » სიახლეები » IV-3 კლასელები უმეგობრდებიან პეპის...

IV-3 კლასელები უმეგობრდებიან პეპის...

IV-3 კლასელები უმეგობრდებიან პეპის...

 

„ალბიონელები“ ტრადიციულად აქტიურად ეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას. უკვე სამი წელია, რაც ამ პროცესმა სასკოლო პროექტის „წიგნიერების“ ფორმატში გააგრძელა მუშაობა. მიზანია, მოსწავლეებმა გააზრებულად წაიკითხონ ნაწარმოებები, გამოუმუშავდეთ ტექსტზე მუშაობის უნარები, მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით ამოიკითხონ ქვეტესტები, იმსჯელონ ეპიზოდებზე და დაუმეგობრდნენ პერსონაჟებს.

 

გასული სასწავლო წლის ბოლოს ამ პატარებმა საზეიმოდ გააცილეს ბურატინო და პინოქიო, სპექტაკლიც დადგეს მათთან ერთად, იცეკვეს და იმღერეს. ამჟამად გადაწყვიტეს ასტრიდ ლინდგრენის ცელქ პეპისთან ერთად იმოგზაურონ მხატვრულ სამყაროში, სადაც მეგზურობას კლასის აღმზრდელი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ილურიძე გაუწევს... მხიარულ და საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ პატარებო.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი