2018 წლის 20 დეკემბერს სკოლა „ალბიონის" მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების შესახებ: „ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი". პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, ეწვივნენ მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და კიდევ ერთხელ მიეახლნენ ქართული ლიტერატურის საგანძურს. კიდევ ერთხელ ჩასწვდნენ ახალგაზრდა პოეტის სულს და გვჯერა, რომ „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის".