გაკვეთილი-პროექტი, "როგორ ვასწავლოთ მართლწერა პატარებს?"

მთავარი » სიახლეები » გაკვეთილი-პროექტი, "როგორ ვასწავლოთ მართლწერა პატარებს?"

გაკვეთილი-პროექტი, "როგორ ვასწავლოთ მართლწერა პატარებს?"


"მხიარული გაკვეთილი", "საინტერესო", "განსხვავებული", "უკეთ გავიცანით უფროსკლასელები", "ლამაზი და საინტერესო პრეზენტაციები", "ლამაზი დავალებები, რომელიც თითოულს ცალკე გადმოგვეცა".


"სულ გვაინტერესებდა რა მოხდებოდა".... ასე შეაფასეს ქართული ენის გაკვეთილი სკოლა "ალბიონის" მეხუთეკლასელებმა.


გაკვეთილი-პროექტი, "როგორ ვასწავლოთ მართლწერა პატარებს," X-1 კლასის მოსწავლეებმა ჩაუტარეს თანასკოლელ მეხუთეკლასელებს მათ მიერ შექმნილი საინტერესო სასწავლო რესურსებისა და ზღაპრების თემატიკაზე მომზადებული პრეზენტაციების გამოყენებით.


პროექტის ავტორი და განმახორციელებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, ქეთევან ილურიძე.


მადლობა მეათეკლასელებო!

მადლობა ქეთევან მასწავლებელო!

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი