მშობლის თანამშრომლობას სკოლასთან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ვაქციეთ ტრადიციად „მშობელი სკოლას“. ამ პროექტის ფარგლებში III-3 კლასის მოსწავლეები (აღმზდელი ქ. ილურიძე) შეხვდნენ ნიკოლოზ კაკულიას მშობელს, მარიკა გოგოხიას, რომელიც პროფესიით პროკურორია. შეხვედრის თემა იყო „რას ნიშანვს კანონი და კანონმორჩილება“.
ქ-ნმა მარიკამ საგანგებოდ მომზადებული სლაიდითა და სწორად წარმართული დისკუსიით, პატარები დააფიქრა: რა არის უფლებები და ვალდებულებები; რას ემსახურება კანონი და რა შედეგები მოჰყვება კანონების დარღვევას. რატომ არის აუცილებელი სიფრთხილე უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს... შეხვედრის შემდეგ ქ-ნმა მარიკა გოგოხიამ პატარებს სერთიფიკატები გადასცა.
შეხვედრით აღფრთოვანებული პატარები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: გავიზრდები და მეც პროკურორი გამოვალო.
ვინ იცის...
მომავალი წინაა!