,,კოდის ერთი საათი" (Hour Of Code) გლობალური ღონისძიებაა და ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კვირეულის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა.
პროგრამირება ავითარებს ლოგიკურ, ალგორითმულ, შემოქმედებით აზროვნებას და
21-ე საუკუნის უნარებს.
შპს ,,არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონის“ II-VI კლასის მოსწავლეები ხალისით შეურთდნენ მსოფლიო მასშტაბის კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულს.
ჩვენი სკოლა უკვე მონიშნულია მსოფლიო რუკაზე როგორც მონაწილე.
ჩვენ შევარჩიეთ:
1. CodeMonkey-ს საერთაშორისო პლატფორმის მიერ შემოთავაზებული უფასო აქტივობები ყველა კლასისთვის: https://www.codemonkey.com/hour-of-code
2. https://code.org/-ის კურსი 1, კურსი 2 და კურსი 3.
მოსწავლეებმა მიიღეს დამსახურებული სერტიფიკატები.
კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი: ინგა ცერცვაძე