სასკოლო საზოგადოებას: მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლების და სხვა დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის N 06/ნ 2019 წლის 29 იანვრის ბრძანებისა და მის საფუძველზე სკოლის მიერ შემუშავებულ შპს არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების“ შესაბამისად ვასაჯაროვებთ ინფორმაციას აღნიშნულ წესში ქვემოთჩამოთვლილი პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციების და მნიშვნელობის შესახებ.
სკოლა „ალბიონის“ ადმინისტრაცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ– „112“–ის ცხელი ხაზის ნომერი – 112
ნომერი განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისათვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.
112 აკრიფეთ, როდესაც: ხანძარია, როდესაც ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, პიროვნებამ დაკარგა გონება, პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება, გახდით სუიციდის მცდელობის თითმხილველი, გახდით ძლადობის თვითმხილველი, შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი, გახდით ნარკოტიკის მოხმარების თვითმხილველი და ა.შ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერი – 2 200 220
ცხელი ხაზით სარგებლობა შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი – 598 08 30 06, 1481
საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია დაიცვას ყოველი ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები და რეაგირება მოახდინოს მათი დარღვევის დროს.
სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობა შესაძლებელია, როდესაც გამოვლინდება ბავშვთა უფლებებისა და თვაისუფლებების დარღვევის შემთხვევა (მაგალითად: ბავშვთა თანასწორობის უფლება, ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე, ბავშვთა მიერ ინფორმაცის მიღების უფლება და ა.შ.). სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა პირმა და თავად არასრულწლოვანმა.
სკოლის ფსიქოლოგი – ლელა ჯავაშვილი - 579 301 155
სკოლა მოსწავლეებს და მათ კანონიერ წარმოამადგენლებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ სკოლის ფსიქოლოგის კონსულტაციით ნებისმიერ ფსიქო–სოციალურ საკითხთან დაკავშირებით.
სკოლის ფსიქოლოგთან დაკავშირება შესაძლებელია: თუ ბავშვი არის ბულინგის ან კიბერბულინგის მსხვერპლი, ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, თუ ბავშვის ქცევიდან გამომდინარე ივარაუდება სუიციდის მცდელობა, თუ ბავშვის მიმართ ვლინდება დისკრიმინაციის ნიშნები და ა.შ.
უფლებამოსილი პირი - ნოდარ კირვალიძე - 599 141 412
სკოლის ტერიტორიაზე სწავლის დროს უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს უნდა დაუკავშირდეთ უფლებამოსილ პირს.
სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს: