მშობელთან შეხვედრა

მთავარი » სიახლეები » მშობელთან შეხვედრა

მშობელთან შეხვედრა



მშობელთან შეხვედრა

 

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლა „ალბიონის“ მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვისას გამოვლინდა მშობელთა კატეგორია, რომლებმაც კითხვის პასუხად (გთხოვთ, მოგვცეთ ინფორმაცია, რის გაკეთებას ისურვებდით სკოლის ცხოვრებაში  პირადად თქვენი ჩართულობის გასაზრდელად? კონკრეტულად რა აქტივობებს შემოგვთავაზებდით  თქვენი კვალიფიკაციის, ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების  ან/და გამოცდილების გათვალისწინებით) გამოთქვეს სურვილი თავიანთი პროფესიული შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლონ სკოლასთან.

ამდაგვარი თანამშრომლობის პირველი აქტივობის ფარგლებში მიმდინარე წლის 8 აპრილს სკოლაში შედგა შეხვედრა სკოლა „ალბიონის“ მოსწავლის   მშობელთან,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთან, ქალბატონ  ია აფთარაშვილთან, რომელიც შეხვდა სკოლის პედაგოგებს და მათთან ერთად განიხილა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კონცეფცია, ისაუბრა სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და აქტივობების პრაქტიკაში დანერგვის გზებზე და მნიშვნელობაზე. უპასუხა მასწავლებელთა  შეკითხვებს   კომპლექსურ-შემაჯამებელი სამუშაოს დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებულ  საკთხებზე , მისი ინიციატივით დაიგეგმა საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრების ციკლის ჩატარება, კომპლექსურ-შემაჯამებელი სამუშაოს შეფასებისა და ანალიზის საკითხებზე.


შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.


ქალბატონო ია!

მადლობა ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი