ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს
ბავშვის პიროვნული ზრდის პროცესში განსაკუთრებულად რთული ეტაპია გარდატეხის ასაკი. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვისთვის მშობლებთან შედარებით გაცილებით ღირებულია თანატოლთა შეხედულებები და მოსაზრებები. არადა მშობლის თანადგომა და დახმარება ბავშვს ყველაზე მეტად ამ დროს სჭირდება.
მშობლებსა და ბავშვებს შორის ნდობის განმტკიცებას და სასურველი ურთიერთობის წარმართვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფსიქოლოგთა რეკომენდაციების გათვალისწინება.
სკოლა ‘ალბიონის“ მშობლებს გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს:
მაგრამ როგორ მოიქცეს მშობელი, თუ შვილი უარყოფს პრობლემის არსებობას და უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში? იქნებ მის საუკეთესო მეგობარს დაელაპარაკოს, გამოჰკითხოს, რა ხდება მისი შვილის თავს?
ფსიქოლოგები მსგავს გადაწყვეტილებას მშობელს არ ურჩევენ.
ამ გამოკითხვამ შესაძლოა შვილის ყურამდე მიაღწიოს, ეჭვი გაუჩინოს, რომ „სიმართლის გაგება“ უფრო გინდათ, ვიდრე მისი დახმარება და არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს. დაელოდეთ, უფრო მეტი დრო დაუთმეთ მასთან პირისპირ კომუნიკაციას. სთხოვეთ დახმარებაც, როცა რაღაც გაწუხებთ. გაუზიარეთ საკუთარისაიდუმლო. ასეთ დროს ადამიანებს შორის ერთგვარი ენერგეტიკული გაცვლა - გამოცვლა ხდება. საიდუმლოს განდობა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მსმენელსაც განაწყობს თავისი გითხრათ. ნუ მოუყვებით მის ნაამბობს მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრებს, თუ ამას თავად არ მოისურვებს.
დააკვირდით, როდის ეცვლება განწყობა თქვენს შვილს, რას უკავშირდება ეს მომენტი – სწავლას? გადაღლას? იქნებ ოჯახს, სადაც ის თავს კომფორტულად ვერ გრძნობს?
სცადეთ, მიაგნოთ პრობლემებს, რომელიც თქვენს შვილს ასე აწუხებს. დასახეთ სამოქმედო გეგმა და, რაც მთავარია თქვენი ლექსიკონი გაამრავლეთ საალერსო სიტყვებით, აქცენტი გააკეთეთ მის ძლიერ მხარეებზე. აღნიშნეთ, რომ ყველა პრობლემას დაძლევთ ერთმანეთის თანადგომით.
მოსინჯეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. თუ ამანაც არ გაამართლა, მიმართეთ ფსიქოლოგს და სცადეთ, მასთან ერთად მოიფიქროთ, როგორ დაეხმაროთ საკუთარ შვილს არსებული სირთულეების დაძლევაში.