სასკოლო პროექტი "მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს"

მთავარი » სიახლეები » სასკოლო პროექტი "მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს"

სასკოლო პროექტი "მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს"


სასკოლო პროექტი „მშობელი სკოლას - სკოლა მშობელს“ მესამე წელია ხორციელდება.


ამჯერად სკოლის მეოთხეკლასელებთან წარმართა შეხვედრა IV კლასის მოსწავლე ანასტასია კემერის მშობელმა, ქალბატონმა შორენა ბარნაბიშვილმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.


შეხვედრის თემა იყო „წიგნი ჩემი მეგობარია“.


ქალბატონმა შორენამ საინტერესოდ დაგეგმილი აქტივობებითა და პრეზენტაციებით ხალისიანი დისკუსია გამართა. პატარები გამოირჩეოდნენ აქტიურობით და მოსაზრებულობით. შეხვედრა ემოციურად და შინაარსობრივად  დატვირთული იყო, ბავშვები სვამდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. ბოლოს კი, მწერლის როლიც მოირგეს და ოვაციებით დააჯილდოვეს შეხვედრის წამყვანი და ორგანიზატორი.

მადლობას ვუხდით ქალბატონ შორენა ბარნაბიშვილს, თანამშრომლობისთვის და  პოზიტიური ემოციებისთვის...

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი