2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში XI2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის ნონა აბაშმაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს სასწავლო პროექტზე "მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი" - ალექსანდრე ჭავჭავაძე.
შეისწავლეს ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება. ეწვივნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წინანდალში. მოილოცეს შუამთის მონასტერი, სადაც დაკრძალულია ალექსანდრე ჭავჭავაძე. მოიძიეს ინფორმაციები ქართული და ევროპული რომანტიზმის შესახებ, შეკრიბეს ცნობები მათი წარმომადგენლების შესახებ.
მოსწავლეებმა ნამუშევრები წარმოადგინეს 10 დეკემბერს.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა.
ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნონა აბაშმაძე