2017 წლის 14 მარტს სკოლა "ალბიონის" დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტმა ლეო ანთაძემ ალბიონელებს წაუკითხა ეპიზოდები ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებიდან. მოსწავლეებმა ცნობილ მსახიობს დაუსვეს კითხვები შემოქმედებით ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს იყო კიდე ერთი საინტერესო დღე "ალბიონის" ცხოვრებაში.