ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობამ საშუალება მოგვცა მოვხვედრილიყავით ბაქსვუდის ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში. ეს იყო ახალი გამოწვევა ჩვენს ცხოვრებაში. გავიცანით ბევრი წარმატებული ახალგაზრდა, შევიძინეთ მეგობრები, მივიღეთ დიდი გამოცდილება და გავიარეთ საკუთარი პრაქტიკა ინგლისურ ენაში. ბაქსვუდში გატარებული დღეები ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვისი დახმარებითაც მოგვეცა საშუალება გავმხდარიყავით ბაქსვუდის საზაფხულო სკოლის მონაწილენი. სკოლა "ალბიონის" XI1 კლასის მოსწავლეები სალომე ფიროსმანიშვილი და სოფიკო ვარაზაშვილი