2016 წლის 4 ოქტომბერს სკოლა "ალბიონის" მეთორმეტეკლასელებს შეხვდნენ სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ სკოლას მადლობა გადაუხადეს 2015 - 2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულის სანდრო გოგიას გამო, რომელიც არის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლის თსუ ქიმიის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი. სანდრო გოგიამ თავისი შედეგებით სან დიეგოს უნივერსიტეტისაგან დაიმსახურა 100%-იანი დაფინანსება.
სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს საბაკალავრო პროგრამები, დაფინანსების მოსაპოვებლად არსებული წესი და შესთავაზეს კონკურსში მონაწილეობის მიღება.
მ.ილურიძე
დირექტორის პირველი მოადგილე