მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, საყვარელო
მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო . . .
შპს არასახელმწიფო საერო სკოლა ალბიონი
სწავლას განაახლებს 2026 წლის 15 სექტემბრიდან.
ამასთან, შეგახსენებთ მოსწავლეთა მობილობასთან
დაკავშირებით ინფორმაციას: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის
წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მობილობა დაუშვებელია კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან
პირველ ოქტომბრამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტური მიზეზების არსებობის
შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ის ტერიტორიული ორგანო
– საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
მოსწავლის მობილობის თაობაზე პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე.
პატივისცემით,
ადმინისტრაცია