ძალაში შედის საგამოცდო ციებ-ცხელება. ნერვიულობენ და იმედებს ეჭიდებიან აბიტურიენტები,
მათი ოჯახები და პედაგოგები.
ფოტოზე სკოლა ‘ალბიონის“ კურსდამთვრებულები
არიან. ჯუმბერ კეპულაძემ მიმდინარე სასწავლო წელს რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, რეიტინგული
ათეულის პირველი ადგილი მოიპოვა ინგლისურ ენაში, ხოლო ელენე ნასყიდაშვილმა 60 ქულიან
ტესტში 60 ქულა დააგროვა.
ყველანი ვუერთდებით მასწავლებელ მარინა
თათანაშვილის დიდ სიხარულს და დაფასებულ ძალისხმევას.
სკოლის აღმზრდელები ამ წარმატებას დამსახურებულად
მიიჩნევენ. გარდა აკადემიური მოსწრებისა, ჯუმბერმა და ელენემ ოქროს მედლებიც დაიმსახურეს.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, ადმინისტრაცია და ყველა თანამშრომელი ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. სკოლის ყველა კურსდამთვრებულთან ერთად ვუსურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, დასახული მიზნის მიღწევასა და ღირსეულ მომავალს.