სკოლის კურსდამთავრებულები თანასკოლელების მენტორებად

მთავარი » სიახლეები » სკოლის კურსდამთავრებულები თანასკოლელების მენტორებად

სკოლის კურსდამთავრებულები თანასკოლელების მენტორებად

ტრადიცია გაგრძელდა. ამჯერად სკოლას ეწვია 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებული, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი ელენე ჯოხარიძე თავის კოლეგებთან ნატო ნათენაძე (ამ გაერთიანების აპარატის უფროსი) და ლევან ხვინგია (იურისტი) ერთად. მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან გამართეს საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ახალგაზრდების შრომითი უფლებების შესახებ.

 

მოსწავლეებმა მიიღეს სასრგებლო ინფორმაცია და რჩევები შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივ საკითხებზე.

 

შეხვედრა იყო ინტერაქტიული. დისკუსიაში ხალისით მონაწილეობდნენ ალბიონელები. ვფიქრობთ, ამ ტიპის შეხვედრები შეიძლება გახდეს საფუძველი კურსდამთავრებულთა კლუბის ამოქმედებისა.

 

გამოგვეხმაურეთ, პროფესიონალო ალბიონელებო!

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
ჰოლი
საკლასო ოთახი