1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

მთავარი » სიახლეები » 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სკოლა „ალბიონის“ პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეთა პარლამენტი და ადმინისტრაცია ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ალბიონის ყველა მოსწავლეს და საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ბავშვს. გისურვებთ თქვენი განვითარებისათვის საჭირო უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ცხოვრებას, ინტერესების განვითარებას და ცოდნისა და უნარების სრულ რეალიზებას.

 

მრავალფეროვანი შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა ეს დღე სკოლა „ალბიონში“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენაში, პრეზენტაციებსა და გუნდური ნამუშევრების წარდგენაში გამოხატეს თავიანთი ინტერესები და სურვილები, ძალები მოსინჯეს ჭადრაკის მასწავლებელთან, სპორტის ოსტატ ია ბლიაძესთან სპორტულ ჭიდილში.

 

მათ გვერდით მუდმივად იდგნენ უფროსკლასელი ალბიონელები, ეხმარებოდნენ და ამხნევებდნენ პატარებს. დღის ბოლოს სიურპრიზის დროც დადგა და სპორტულ სტადიონზე მოსწავლეებს ანიმატორები, მხიარული ჯამბაზი და პეპი, დახვდნენ. ერთად იმღერეს და იცეკვეს. პატარებმა აღნიშნეს, რომ დაუვიწყარი დღე გამოუვიდათ. ბედნიერი და საინტერესო დღეები გიმრავლოთ საყვარელო ალბიონელებო. 

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
ჰოლი
საკლასო ოთახი